მაშველებმა ურეკში მშობლები და ბავშვი დახრჩობას გადაარჩინეს

გადარჩენილები სომხეთის მოქალაქეები არიან.
Sputnik

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა დაბა ურეკში შავ ზღვაში შესული სომხეთის სამი მოქალაქე გადაარჩინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევა დღეს მოხდა. მშობლები და 15 წლის გოგონა ზღვის სიღრმიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ.

ამ დროისთვის ტურისტები გამოყვანილი არიან უვნებლად და მათ საფრთხე არ ემუქრება.