ბათუმის პორტში ამერიკული ესკადრონული ნაღმმზიდი შემოვიდა

USS Carney (DDG 64)საქართელოს სანაპირო დაცვის სამსახურთან ერთად ჩაატარებს კომბინირებულ ტრენინგებს და ასევე მოაწყობს ტურებს ხომალდზე ცალკეული ჯგუფებისთვის.
Sputnik

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. აშშ-ის მეექვსე ფლოტის ესკადრონული ნაღმმზიდი USS Carney (DDG 64) ბათუმის პორტში შემოვიდა, ნათქვამია აჭარის მთავრობის საიტზე

ამერიკულ სამხედრო ხომალდს ბათუმში აჭარის მთავრობის მოვალეობის მოვალეობის შემსრულებელი ზაალ მიქელაძე და პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი კონსტანტინე ანანიაშვილი დახვდნენ. 

USS Carney (DDG 64)საქართელოს სანაპირო დაცვის სამსახურთან ერთად ჩაატარებს კომბინირებულ ტრენინგებს და ასევე მოაწყობს ტურებს ხომალდზე ცალკეული ჯგუფებისთვის. 

ესკადრონული ნაღმმზიდი, რომლის მუდმივი დისლოკაციის ადგილი ესპანეთის ქალაქი როტაა, აშშ-ის მეექვსე ფლოტთან ერთად მონაწილეობს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციებში. USS Carney  ორ და მრავალმხრივ ტრენინგ-მისიებს ატარებს და მხარს უჭერს ნატოს ოპერაციებს შავი ზღვის რეგიონში. 

USS Carney-ს, რომელსაც სახელი ადმირალ რობერტ კარნის საპატივცემულოდ ეწოდა, მძლავრი და ბალანსირებული იარაღითაა აღჭურვილი, რისი წყალობითაც  მრავალფეროვან ამოცანებს ასრულებს.