ბათუმში ძლიერი წვიმის გამო ქუჩები დაიტბორა

ამ დროისთვის, ბათუმის ქუჩებში ნალექი შემცირებულია და წყლის დონემ დაიკლო.
Sputnik

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. ბათუმში ძლიერი წვიმის გამო რამდენიმე ქუჩა და საცხოვრებელი სახლის სარდაფი დაიტბორა, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, 21:00-დან 22:45 საათამდე 12 შეტყობინება შევიდა.

სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის, მეხანძრე-მაშველების მიერ წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები დასრულებულია.

ბათუმის ქუჩებში ნალექი შემცირებულია და წყლის დონემ დაიკლო.