ბატიაშვილი: ყველა სტუდენტს დავაკმაყოფილებთ

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) ავტორიზაციის შეჩერებაზე საუბრობს.
Sputnik

„ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველაფერს იმისთვის, რომ სტუდენტებმა გააგრძელონ სწავლა, ხოლო ვისაც ჩაბარების სურვილი ჰქონდა, ყველა სტუდენტი უზრუნველყოფილი იქნება, რომ გააგრძელოს სწავლა სხვადასხვა უნივერსიტეტებში. არც ერთი არ დარჩება უნივერსიტეტის გარეშე“, -ამბობს მიხეილ ბატიაშვილი.

მინისტრის თქმით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით შეეზღუდა.