„გაიზარდა ახალი შემთხვევების მაჩვენებელი 15-დან 25 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. რაც უფრო ადრეულია გამოვლენა, მით უფრო ეფექტურია მკურნალობა და უფრო კარგი შედეგები იქნება მიღებული“, ამბობს ცინცაძე.
ოფიციალური სტატისტიკით, სულ ქვეყანაში 7195 ადამიანი მკურნალობს, აქედან 106 ბავშვია. 2018 წელს იმუნოდეფიციტის ვირუსით დაინფიცირების 433 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სპეციალისტების თქმით, აივ ვირუსის გადადება ყველაზე ხშირდა სქესობრივი აქტის დროს ხდება, დაინფიცირებულთა 55% სექსუალური კონტაქტის შედეგად დაავადდა, 40% კი ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია.