„არავინ მოითმენს, რომ აქ არ იყვნენ ხუთოსნები და აქ არ იყოს საუკეთესო პრაქტიკა. უნდა გვესმოდეს და გვახსოვდეს, რომ ვალდებულები ვართ, აფხაზეთის სიახლოვეს ვიყოთ საუკეთესოები. ბოლოს და ბოლოს, ამ რეგიონში თითოეულმა ადამიანმა უნდა იგრძნოს, რომ ადგილობრივი ხელისფლება ხალხზე ზრუნავს“, —ამბობს გიორგი გახარია.
მინისტრის თქმით, სამეგრელოს, კონკრეტულად კი ზუგდიდს, მთავრობის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა.