მოსკოვის მართლმადიდებლურ ფესტივალზე ქართული კულტურა იქნება წარმოდგენილი

მოსკოველები და ქალაქის სტუმრები კვირის განმავლობაში ქართულ ტრადიციებს გაეცნობიან
Sputnik

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. მოსკოვის XIII საერთაშორისო მართლმადიდებლური ფესტივალი „არტოსი", რომელიც 22-28 აგვისტოს გაიმართება, ქართულ კულტურას მიეძღვნება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ფესტივალი „არტოსი" რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მხარდაჭერით წელიწადში რამდენჯერმე (მაქსიმუმ ხუთჯერ) იმართება და ფართო აუდიტორიას მართლმადიდებლური სარწმუნოების ტრადიციებს აცნობს. ფესტივალზე იკრიბებიან მუსიკოსები, მწერლები, მხატვრები, კინემატოგრაფისტები, ფოტოგრაფები, ხელოვნების წარმომადგენლები.

ფესტივალის დღეენში ღონისძიებას დაახლოებით 60 ათასი ადამიანი სტრუმრობს. მართლმადიდებლურ გამოფენა-ბაზრობებზე თავიანთი პროდუქცია გამოაქვთ მონასტრებს, ტაძრებს, გამომცემლობებს, ხატმწერებს, იუველირებსს, ხელოსნებს, ფერმერებსა და სხვა ოსტატებს. ჩვეულებრივ, ფესტივალი მდიდარი მართლმადიდებლური პროგრამით მიმდინარეობს.

ღვინო და ცეკვები: „გიორგობას" სიკტივკარში აღნიშნავენ

როგორც რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული, წელს მოსკოვის პარკ „სოკოლნიკიში" ფესტივალის სტუმრებს ქართველი ხალხის სულიერ ტრადიციებს გააცნობენ.

ღონისძიების პროგრამაში დაგეგმილია როგორც საგალობლების, ისე უძველესი ხალხური სიმღერების საღამოები. კვირის განმავლობაში მოეწყობა ქართველი რეჟისორების მიერ გადაღებული ან საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ სათაყვანებელი წმინდანების ცხოვრების ამსახველი დოკუმენტური კინოსურათების სპეციალური ჩვენებები.

ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ შეხვედრებს მღვდელმსახურებთან და მათთან საქართველოს მართლმადიდებლობის განსაკუთრებულობებზე ისაუბრონ.

ფესტივალზე გაიმართება სხვადასხვა არტ-პროექტები, კულინარიული მასტერ-კლასები, ქართული ეროვნული სამზარეულოს კერძების დეგუსტაციები. შესაძლებელი იქნება მართლმადიდებლური ლიტერატურის, სუვენირების, ხატების, საიუველირო და ხელნაკეთი ნივთების დათვალიერება და შეძენა.

ფესტივალზე დასწრება, ტრადიციულად, უფასოა. ღონისძიება მოსკოვის დროით 11:00-დან 19:00 საათამდე იმუშავებს.

ფესტივალის დეტალური პროგრამა იხილეთ აქ.