ბათუმში დამზადებულ ბლინებში ცხენის ხორცი აღმოჩნდა: კომპანია მომწოდებლის დაჯარიმებას ითხოვს

აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურეს სურსათის ეროვნულ სააგენტოშიც
Sputnik

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. ბათუმში „ჯი ენდ ეი გრუპის" პროდუქციის ნახევარფაბრიკატებში ცხენის ხორცი აღმოჩნდა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურეს სურსათის ეროვნულ სააგენტოშიც.

ცხენისა და ვირის ხორცი თბილისში დამზადებულ ნახევარფაბრიკატებში - ობიექტების ჩამონათვალი

არსებული ინფორმაციით, ფაქტი შპს „პრემიუმ ფუდის" მიერ დამზადებული ბლინების შემოწმების შემდეგ გამჟღავნდა.

მომხდარს მომწოდებლის არაკეთილსინდისიერებას უკავშირებენ კომპანია „პრემიუმ ფუდში". კომპანიაში აცხადებენ, რომ შპს „ჯი ენდ ეი გრუპმა" მიწოდების პირობები დააღვია და საქონლის ეტიკეტით ცხენის ხორცი მიაწოდა. მათ კომპანიასთან ხელშეკრულება აქვთ დადებული.

აჭარის სამმართველოში განმარტეს, რომ ნიმუში გეგმური შემოწმების დროს იქნა ამოღებული.

გავრცელებული ინფორმაციით, „პრემიუმ ფუდი" მომწოდებლის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს და ინციდენტის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს.