აგროდაზღვევის ბენეფიციარებს კახეთში მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ

კახეთში მომხდარი სტიქიის შემდეგ სადაზღვეო კომპანიებში 780-ზე მეტი შეტყობინება დაფიქსირდა
Sputnik

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. ახმეტის და თელავის რაიონში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს სრულად აუნაზღაურდებათ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

18 აგვისტოს ძლიერმა სეტყვამ კახეთის რეგიონი დააზარალა. ძლიერი წვიმის და სეტყვის შედეგად, თელავში იუსტიციის სახლის სარდაფი დაიტბორა. ადილებულმა წყალმა დატბორა სახლები და სამეურნეო ნაკვეთები. თითქმის სრულად განადგურდა ყურძნის მოსავალი.

დავითაშვილი: კახეთში სტიქიისგან დაზარებულები დაზიანებული ყურძნის ჩაბარებას შეძლებენ

თელავისა და ახმეტის რაიონებში, მომხდარი სტიქიის შემდეგ, სადაზღვევო კომპანიებში ორ დღეში 780-ზე მეტი შეტყობინება დაფიქსირდა.

ტელეკომპანიის ცნობით, ამ ეტაპზე ბენეფიციარების მიწის ნაკვეთებზე ზარალის დათვლა მიმდინარეობს. 

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წელს დაიწყო. მისი მიზანია აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება და სასოფლო–სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა.

პროგრამის ფარგლებში ფერმერებს საშუალება ეძლევათ დააზღვიონ მოსავალი სეტყვის, ჭარბი ნალექის, ქარიშხლის, საშემოდგომო ყინვის და სხვა ფაქტორების მიმართ.

მიმდინარე წელს აგროდაზღვევის პროექტში სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პოლისის შესყიდვაზე თანამონაწილეობა ყველა კულტურაზე 70%-ს, ხოლო ვაზზე — 50%-ს შეადგენს.

ადგილობრივებმა სეტყვისგან დაზიანებული ყურძენი დაკრიფეს და მისი ჩაბარება ახმეტის ღვინის ქარხანამ 20 აგვისტოს დაიწყო.