თურქეთში აშშ-ის საელჩოს ესროლეს: კადრები შემთხვევის ადგილიდან

Sputnik

ანკარაში უცნობებმა ამერიკის საელჩოს შენობა დაცხრილეს. იხილეთ კადრები შემთხვევის ადგილიდან

ინციდენტი დაახლოებით 5 საათზე მოხდა. საელჩოს შენობას ხუთჯერ ესროლეს თეთრი ფერის მსუბუქი ავტომობილიდან, რომელმაც ათათურქის ბულვარზე გაიარე, იუწყება "რია ნოვოსტი". ტყვიები პოლიციის ჯიხურს მოხვდა, თუმცა არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილზე პოლიციის ეკიპაჟები მივიდა.