უბედური შემთხვევა: მტკვარში 27 წლის მამაკაცი დაიხრჩო

სამძებრო ღონისძიებებში რამდენიმე წუთში ჩაერთვებიან მყვინთავები
Sputnik

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. ქარელის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარში 27 წლის მამაკაცი დაიხრჩო, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უბედური შემთხვევა დღეს სოფელ სამწვერისთან მოხდა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ მამაკაცი წყალში შევიდა და ნაპირზე, სადაც ტანსაცმელი ჰქონდა დატოვებული, აღარ გამოსულა.

ამ დროისთვის ადგილზე მუშაობს გორის სამსახურის სამაშველო ჯგუფი, რამდენიმე წუთში სამძებრო სამუშაოებში ჩაერთვებიან მყვინთავებიც.