კახაძე: ქართული სუფრა დიაფრაგმის ზემოთაა

ცნობილი ქართველი ექიმი, ექოსკოპისტი ვლადიმერ (ლადო) კახაძე საუბრობს ქართულ სუფრასა და სადღეგრძელოების ტრადიციაზე.
Sputnik

„ღვინო მოქმედებს ქერქის უჯრედებზე. ქერქქვეშა კვანძებზე ნაკლებად მოქმედებს. სად არის სუფრა? მე ვამბობ, სუფრა დიაფრაგმის ზემოთაა. შეიძლება ღვინოც არ დალიო და ისე იქეიფო და აქეიფო ხალხი, ეს ყველაფერი სტომაქამდე არ დაიყვანო. სუფრა ეს არის გული და გრძნობა",- ამბობს ლადო კახაძე.

ექიმის მიიჩნევს, რომ ქეიფი არ არის მხოლოდ ღვინის სმა და გული სტკივა, რომ ახალგაზრდები სადღეგრძელოებს აკრიტიკებენ.