რუსთავში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik

თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა 25 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს მოქალაქე სომხეთის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა

სამართალდამცველებმა ბრალდებული ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის 24-ე კილომეტრზე, ავტომანქანით გადაადგილებისას დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას, „აკ-74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი, 42 საბრძოლო ვაზნა და „ეკოლის“ მოდელის პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღო.  ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს (ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება).

ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.