საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

ბრალდებულები, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ.
Sputnik

თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახალციხის და კარწახის სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე სიერა-ლეონეს 4 მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავებულებს ბრალად საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა ედებათ.

ქართველი და აზერბაიჯანელი საქართველოს საზღვარზე დაჯარიმდნენ

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ.

გამოძიება დაწყებულია  საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

ჩადენილი დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.