რაჭასა და აზერბაიჯანში მიწისძვრები მოხდა

ნგრევასა ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება
Sputnik

თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. ონში, სოფელ სორგითიდან 3 კილომეტრში 3,0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.

მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 01:03 საათზე დაფიქსირდა.

ნგრევასა ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

გამთენიისას 3,8 მაგნიტუდის მიწისძვრა აზერბაიჯანშიც მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 05:29 საათზე დაფიქსირდა.