ბანკების „შავ სიაში“ სექტემბრიდან ვერავინ მოხვდება

„ნეგატიური მომხმარებლის სტატუსის“ გაუქმება საკრედიტო ისტორიის ავტომატურად გაუქმებას არ ნიშნავს.
Sputnik

თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. სესხის ვადაგადაცილების შემთხვევაში საფინანსო ორგანიზაციები მსხესხებლებს „ნეგატიური მომხმარებლის“ სტატუსს სექტემბრიდან ვერ მიანიჭებენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

შესაბამისი რეგულაციის პროექტი ეროვნულმა ბანკმა უკვე შეიმუშავა.

პრემიერმა ეროვნული ბანკი უმოქმედობისთვის შეაქო

„ჩვენი მიზანი არის, რომ სესხის გამცემი ფინანსური ორგანიზაციის გადაწყვეტილება არ ეყრდნობოდეს მხოლოდ სტატუსებს და მათ კარგად შეისწავლონ ერთი მხრივ მომხმარებლის შემოსავლები და მეორეს მხრივ ვალდებულებები“, — განაცხადა ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური დეპარტამენტის უფროსმა ლაშა გზირიშვილმა. 

ამავე დროს, „ნეგატიური მომხმარებლის  სტატუსის“ გაუქმება  ავტომატურად არ გულისხმობს მომხმარებლის საკრედიტო ისტორიის გამოსწორებას. სამაგიეროდ, სესხის გამცემ ორგანიზაციებს მეტი მოტივაცია ექნებათ უფრო მეტი გაიგონ მომხმარებლის შესახებ და მოიძიონ ინფორმაცია მათ შორის ვადის გადაცილებების მიზეზებზე. 

„ეს ხელს შეუწყობს სესხის გამცემ ორგანიზაციასა და მომხმარებელს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბებას“, — აღნიშნა ლაშა გზირიშვილმა.  

ბანკების  ე.წ. „შავ სიაში“ ის მომხმარებლები ხვდებიან, რომლებიც თანხის შეტანას ერთ თვეზე მეტი ვადით გადააცილებენ.   

„შავ სიებთან“ დაკავშირებით ადრე  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემაც ისაუბრა.

რა ელის ლარს ეროვნული ბანკის პროგნოზის თანახმად

„ჩვენი მოქალაქეები, დაახლოებით 650 ათასი ადამიანი, მოკლებულია შესაძლებლობას, განახორციელოს ნორმალური ეკონომიკური აქტივობა ქვეყანაში. ეს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ბარიერია, რომ მივაღწიოთ ინკლუზიურ ზრდას“, — აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისი განცხადებით, ამ საკითხის მოგვარებაზე მუშაობა ძალიან აქტიურად მიმდინარეობს.