ჩუბინიძე: ქართულ მედიაში ნაკლები ანალიტიკაა

Sputnik

სააგენტო NewsPress-ის მთავარ რედაქტორს მიაჩნია, რომ ქართულ მედიაში ნაკლები ანალიტიკაა და პრესა პოლაზირებულია. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, თუ როგორ შეაფასა ექსპერტმა მრგვალ მაგიდაზე "ქართული მედიის მხრიდან წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქება"

შეხვედრაში მონაწილეობდნენ სააგენტო News Day Georgia-ს დირექტორმა ავთანდილ ოთინაშვილმა, პუბლიცისტმა მერაბ ხაჩიძემ და სააგენტო NewsPress-ის მთავარმა რედაქტორმა ალეკო ჩუბინიძემ.

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნების შემდეგ კონსტიტუციაში შევა ცვლილებები, რომლების თანახმადაც პრეზიდენტი დარჩება ქვეყნის მეთაურად და სარდლად, თუმცა მისი გადაწყვეტილებები მთავრობასთან შეთანხმების საფუძველზე მიიღება. პრეზიდენტი თავად გადაყწვეტს მხოლოდ შეწყალების, ამნისტიის, პარლამენტის კანონპროექტებისა და რეფერენდუმების დანიშვნის საკითხებს. არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკვე 21-მა კანდიდატმა დააფიქსირა.