18 წლის ქართველმა ერთი ჩასუნთქვით მსოფლიო რეკორდი დაამყარა - ვიდეოკადრები

რეკორდსმენი საქვეყნოდ ცნობილი თავსატეხის აწყობაში საქართველოს პირველობის ორგზის გამარჯვებულია
Sputnik

თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. ვაკო მარჩილაშვილმა რუბიკის კუბის წყალქვეშ აწყობაში ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა, იუწყება ტელეარხი Imedi

შესაბამისი ვიდეო სააგენტო Reuters-მა გაავრცელა.

18 წლის მარჩილაშვილმა ერთი ჩასუნთქვით ექვსი რუბიკის კუბი 1 წუთსა და 44 წამში ააწყო.

მსოფლიო რეკორდი ამერიკელ ენთონი ბრუქსს ეკუთვნოდა, რომელმაც 2014 წელს წყალქვეშ ხუთი კუბი 1 წუთსა და 18 წამში ააწყო.

ახალი რეკორდი საქართველოს რეკორდების ფედერაციამ დააფიქსირა. შედეგი გინესის მსოფლიო რეკორდების ოფისში ოფიციალურად გაიგზავნება.

ვაკო მარჩილაშვილი წარმატებით ასპარეზობს საერთაშორისო ტურნირებზე და რუბიკის კუბის აწყობაში საქართველოს ორგზის ჩემპიონია.