მაშველებმა ურეკში ახალგაზრდა ქალი გადაარჩინეს

ქალი ზღვაში 70-80 მეტრის სიღრმეში იყო შესული და ნაპირზე გამოსვლას ვერ ახერხებდა
Sputnik

თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ურეკში, შავ ზღვაში დახრჩობას 27 წლის ქალი გადაარჩინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულლ განცხადებაში.

შემთხვევა დღეს, დაბა ურეკში მოხდა. ახალგაზრდა ქალი ზღვაში 70-80 მეტრის სიღრმეში იყო შესული და ნაპირზე გამოსვლას ვერ ახერხებდა. მაშველებმა მისი დახმარება დროულად შეძლეს და ნაპირზე გამოსვლაში დაეხმარნენ.

ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.