შემოდგომის ვარსკვლავთცვენა: თბილისის ფესტივალი მთელი მსოფლიოს მუსიკოსებს შეკრებს

საქართველოს დედაქალაქში კლასიკური მუსიკის ფესტივალი ერთ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდება
Sputnik

თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი", რომელიც 7 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება, სხვადასხვა ქვეყნების მუსიკოსებს შეკრებს, ნათქვამია ქალაქის მერიის ვებგვერდზე.

ჯაზი და ღვინო — კახეთში ორიგინალური ფესტივალი გაიმართება >>

ცნობილი მუსიკოსები იტალიიდან, გერმანიიდან, იაპონიიდან, პოლონეთიდან და ესპანეთიდან მსოფლიოს ჯანსუღ კახიძის სახელობის კულტურულ-მუსიკალურ ცენტრის სცენაზე წარდგებიან.

17 წლის ქართველი ვირტუოზი შვეიცარიაში 30 კაციანი სპეციალური აუდიტორიისთვის დაუკრავს

ამდენად, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი, გერმანელი ჩელისტი კერსტინ ფელცი, იტალიელი მევიოლინე დომენიკო ნორდიო, რუსი პიანისტი მიხაილ ლიდსკი და მრავალი სხვა.

„შემოდგომის თბილისი" კლასიკური მუსიკის თაყვანისმცემლებს ათი კონცერტით გაახარებს. კონცერტების სერიას გახსნის ცნობილი კატალონიელი მუსიკოსი ჟორდი სავალი და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სიმფონიეტა".

ფესტივალის პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თბილისის მერიის ვებგვერდზე.

ბილეთები იყიდება ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის სალაროში და ასევე ონლაინ.

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი საქართველოს დედაქალაქში 1993 წლიდან ტარდება.