კატები — ალერსიანი და მოსიყვარულე ცხოველი, რომლის შესახებაც არაერთი ლეგენდა, თქმულება თუ უცნაური ისტორიებია ცნობილი. ვინ სამკურნალო თვისებებს მიაწერს მათ, ვინ — მაგიურს.
თუმცა, კატები უყვართ არა მათი ამ თვისებების გამო, არამედ იმიტომ, რომ ამ ფუმფულა, გრაციოზულ, მოქნილ და გონიერ ცხოველის ადამიანისთვის უამრავი დადებითი ემოციის ჩუქება შეუძლია — მიუხედავად ჯიშისა და წარმომავლობისა. შესაბამისად, ზოგს პირდაპირ ქუჩიდან აჰყავს კატა, ზოგს ჩუქნიან, ზოგიც ყიდულობს. სხვადასხვა ფასად — სწორედ ჯიშისა და წარმომავლობის გათვალისწინებით.
ასე რომ კატების ფასი შესაძლოა რამდენიმე დოლარიდან იწყებოდეს და 50 ათასსაც აჭარბებდეს.
Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კატების ჩამონათვალს გაეცნობით, რაც, ვფიქრობთ, მეტად დაგაინტერესებთ.