ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილს ცხრა წლის ქალიშვილი გარდაეცვალა

არსებული ინფორმაციით, გოგონა უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა
Sputnik

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილს ქალიშვილი — 9 წლის ტატიანა (ტატა) გარდაეცვალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

არსებული ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეკარის გოგონას დენმა დაარტყა. შემთხვევა გუში, ოთხშაბათს მოხდა, როდესაც გოგონა სოფელში იმყოფებოდა.

ნუკრი რევიშვილის მეუღლე ცნობილი მოდელი თიკო ჩხეიძეა. ტატიანა მათი პირველი შვილი იყო.

ნუკრი რევიშვილი სხვადასხვა დროს ქუთაისის "ტორპედოს", "კრასნოდარის", გორის "დილასა" და თბილისის "დინამოს" წევრი იყო.