თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. ბათუმში ქვეითად მოსიარულე 70 წლამდე ქალბატონს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, იუწყება აჭარის ტელევიზია.
შემთხვევა დღეს გრიბოედოვის ქუჩაზე მოხდა. ქალბატონს, რომელიც ტურისტი აღმოჩნდა, გზაზე გადადიოდა, როდესაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. მძღოლი დანაშაულის ადგილიდან არ მიმალულა.
ქალბატონს აღენიშნება ხელის მოტეხილობა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით („ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია"), რაც სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.