ილია II იტალიას უსამძიმრებს - ტრაგედია გენუაში

Sputnik

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ იტალიის პრეზიდენტ სერჯო მატარელას სამძიმრის წერილი გაუგზავნა გენუაში მომხდარი ტრაგედიის გამო, იუწყება საქართველოს საპატრიარქო.

„აღვავლენთ ლოცვებს, რათა გარდაცვლილთა ოჯახების წევრებსა და ახლობლებს, ასევე დაზარალებულთ, ღმერთმა მისცეს სულიერი ძალა ამ მძიმე განსაცდელის გადასატანად“, - ნათქვამია პატრიარქის წერილში. 

​ტრაგედია გენუაში სამშაბათ დილით მოხდა, როდესაც საავტომობილო ხიდზე 200 მეტრიანი მონაკვეთი ჩაინგრა და დაახლოებით 40-მდე ავტომობილი 100 მ სიმაღლიდან ჩაცვივდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 39 ადამიანი, ხოლო უგზოუკვლოდ დაკარგულტა რაოდენობამ შესაზლოა 20 ადამიანს მიაღწიოს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტრაგედიის მსხვერპლთა პირველი დაკრძალვა შაბათს მოხდება. ამ დღეს მიწას 11 ცხედარს მიაბარებენ.