თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, ბათუმში შაბათს ნაწილობრივი მოღრუბლულობა და ხანმოკლე წვიმები იქნება.
მზე 06:24 საათზე ამოვა.
წვიმა და ელჭექი დღის მეორე ნახევარში, 16:00 საათის შემდეგაა მოსალოდნელი.
ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 21 გრადუსზე დაფიქსირდება. დღისით კი თერმომეტრი მაქსიმუმ 27 გრადუს სითბოს აჩვენებს. დაუბერავს 10-15 მ/წმ სიმძლავრის ქარი.
მზე 20:09 საათზე ჩავა.