გამვლელმა მძღოლმა ქურდებს მოტოციკლის მოპარვის საშუალება არ მისცა

მამაკაცმა შემთხვევით შენიშნა ორი ბიჭი, რომლებიც მოტოციკლის მოპარვას ცდილობდნენ და გმირულად დაიცვა უცხო ადამიანის ტრანსპორტი, მიუხედავად იმისა, რომ მას დანით დაესხნენ თავს
Sputnik

მამაკაცმა შემთხვევით შენიშნა ორი ბიჭი, რომლებიც მოტოციკლის მოპარვას ცდილობდნენ და გმირულად დაიცვა უცხო ადამიანის ტრანსპორტი, მიუხედავად იმისა, რომ მას დანით დაესხნენ თავს

ეს საინტერესო შემთხვევა ლონდონში მოხდა. კადრებში ჩანს, რომ ორ ავტომობილს შორის დგას მოტოციკლი. მის სიახლოვეს მოპედით ორი მამაკაცი გაივლის, 20 წუთის შემდეგ კი ბრუნდებიან და ტრანსპორტის მოპარვას ცდილობენ, თუმცა საბოლოოდ ვერც მოპარვა შეძლეს და საკუთარიც დაკარგეს.