საქართველოში ორმაგი მოქალაქეობა შემოიღეს

ამიერიდან, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობა პირს აღარ ჩამოერთმევა, მაგრამ ეს მხოლოდ გარკვეულ პირობებში მოქმედებს
Sputnik

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. ქართული პასპორტის მფლობელებს, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობა აღარ ჩამოერთმევათ, მაგრამ ამისთვის ისინი გარკვეულ პირობებს უნდა აკმაყოფილებდნენ. ასეთი შესწორებები კანონში „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ".

საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის სექტემბერში მიიღო შესწორებები კონსტიტუციაში, რომლის თანახმად აიკრძალა საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა. შესწორებები საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ პარლამენტმა აპრილში პროცედურის დაჩქარება გადაწყვიტა.

„საქართველოში ცხოვრების უფლების ნებართვის მიღება შეიძლება გართულდეს">>

ამჟამად მოქალაქეობის შენარჩუნება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ სხვა ქვეყნის პასპორტის მიღებამდე ადამიანმა საქართველოს ხელისუფლებისგან ნებართვა მიიღო. 2020 წლის 31 დეკემბრიდან კი საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა ნებისმიერ შემთხვევაში აიკრძალება.

რაც შეეხება ბავშვებს, რომლებმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა დაბადებით მიიღეს, ისინი საქართველოს მოქალაქეობას 18 წლამდე შეინარჩუნებენ. მოქალაქეობის შემდგომი გაგრძელებისთვის ბავშვების კანონიერმა წარმომადგენლებმა დროულად უნდა მიმართონ საქართველოს ხელისუფლებას შესაბამისი განცხადებით.