„ჰეროინი" შინ და გარეთ - ფონიჭალაში ნარკორეალიზატორი დააკავეს

ბრალდებული ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდა. „ჰეროინი" ამოღებულია როგორც მისი პირადი, ისე სახლის ჩხრეკისას
Sputnik

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ფონიჭალის დასახლებაში 46 წლის ნარკორეალიზატორი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აზერბაიჯანის მოქალაქეს საქართველოში ნარკოტიკის შემოტანისთვის 15 წლით პატიმრობა მიესაჯა

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებული ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდა.

ნივთმტკიცებად ამოღებულია გაყიდული ერთი შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი". ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია სამი გრამი „ჰეროინი".

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით („ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება"), რაც ექვსიდან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.