თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. ეროვნული ბანკის პესიმისტური სცენარით, ლარი 2018 წელს 10 პროცენტით გაუფასურდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ეროვნული ბანკმა მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარები გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, უარყოფითი საგარეო ფაქტორების შემთხვევაში, მიმდინარე დონესთან შედარებით, ლარი 2018 წლის მეორე ნახევარში 10%-ით გაუფასურდება, 2019 წელს — 15-ით, 2020 წელს ისევ 10-ით, 2021 წელს კი 5%-ით გამყარდება.
ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში კი ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2018 წლის მეორე ნახევარში უცვლელი იქნება, 2019 წელს 3%-ით გამყარდება, ხოლო 2020-2021 წლებში კი, 2-2%-ით გაუმჯობესდება.
საბაზო სცენარის მიხედვით კი ლარი/დოლარის გაცვლითი კურსი 2018-2021 წლებში უცვლელი იქნება, გამოქვეყნებული ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა.
ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.6074GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.