სურგულაძე: საქართველოში არის დიდი საბადო ნიჭიერი ადამიანების

ქართველი საოპერო მომღერალი ნინო სურგულაძე გადაცემა „პრაიმ შოუში“ საუბრობს ხელოვან ადამიანებზე, თუ რა მნიშვნელობა აქვთ მათ ქვეყნისთვის.
Sputnik

„აქ არის ძალიან დიდი საბადო ნიჭიერებისა და პროფესიონალიზმის, საქართველოში მოგვეპოვება ძალიან დიდი  სკოლა. მომღერლებთან ერთად დავაყენებდი აუცილებლად ინსტრუმენტალისტებს. ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ეს არის  ყველაზე დიდი მონაპოვარი საქართველოსთვის“,- ამბობს ნინო სურგულაძე.

მომღერალი მიიჩნევს რომ ბევრ ელჩზე, ბევრ დიპლომატზე მეტი შეიძლება  ითქვას ხელოვნების ენით.