მაშველები ახალგაზრდა ტურისტს ყაზბეგიდან დაშვებაში დაეხმარნენ

რუსი ტურისტი ყაზბეგის მთაზე ზღვის დონიდან 3,6 მეტრ სიმაღლეზე იმყოფებოდა
Sputnik

თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები რუს ტურისტს ყაზბეგის მტებიდან ჩამოსვლაში დაეხმარნენ, ნათქვამია უწყების Facebook-გვერდზე.

რუს ახალგაზრდას ჯანმრთელობის პრობლემების გამო მარტოს გადაადგილება უჭირდა.

ტურისტი ყოფილი მეტეოსადგურის ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 3,6 მეტრ სიმაღლეზე იმყოფებოდა. სამაშველო ოპერაციაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.

მაშველებმა ტურისტი სამედიცინო ცენტრში ვერტმფრენით გადაიყვანეს.