გურჯაანში შუა საუკუნეების არტეფაქტები აღმოაჩინეს

დედათა მონასტრის ტერიტორიაზე ყველაზე აღსანიშნავი სატრაპეზო თაღია, რომელსაც სპეციალისტების შეფასებით, საქართველოში ანალოგი არ აქვს
Sputnik

თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik.  გურჯაანის სოფელ კალაურში არქეოლოგებმა სხვადასხვა ტიპის არტეფაქტებს მიაკვლიეს, იუწყება ტელეკომპანია imedi.

კერამიკაზე ამოტვიფრული ასომთავრული წარწერა იმ აღმოჩენის ნაწილია, რომელსაც სპეციალისტებმა ორკვირიანი გათხრების შედეგად კალაურში აღმოაჩინეს.

აღმოსავლეთ საქართველოში პირველი საუკუნის სამარხები აღმოაჩინეს

კარიბჭის სიახლოვეს აღმოჩენილია, ასევე, საბრძოლო იარაღის ფრაგმენტები, კერძოდ ისრის ნაწილი, რომელიც შუა საუკუნეებით თარიღდება.

აღმოჩენილ არტეფაქტებს შორის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე ყველაზე აღსანიშნავი სატრაპეზო თაღია. სპეციალისტების შეფასებით, მას საქართველოში ანალოგი არ აქვს. მათი თქმით, შენობის ოთხივე კუთხეში ბრტყელი ფიქალი ქვები ბერ-მონაზვნების შეკრების ადგილზე მიუთითებს.

სპეციალისტების ვარაუდით, აღმოჩენილი ნივთები და შენობების ნაშთი შუა საუკუნეებით თარიღდება.

არქეოლოგიურ გათხრებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აწარმოებს