რიგები საქართველო-რუსეთის საზღვარზე

Sputnik

რუსი ტურისტები, რომლებიც ავტომობილებით მოგზაურობენ, საქართველოში საცობების შესახებ გააფრთხილეს. მრავალ კილომეტრიან რიგებში მრავლადაა სატვირთო ტრანსპორტიც

ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის წინ რუსეთის მხრიდან ავტომობილების რიგის სიგრძემ 5-6 კილომეტრს მიაღწია. საზღვრის მგზავრთა ნაკადის გამტარიანობა დღეში დაახლოებით 200 მსუბუქ და 180 სატვირთო ავტომობილს ითვალისწინებს. ტურისტულ სეზონზე საზღვარს დღეში დაახლოებით სამი ათასი მსუბუქი და ექვსასი სატვირთო ავტომობილი კვეთს.