თბილისში მოღრუბლულობა შენარჩუნდება

თბილისში სამშაბათს დღისით 27 გრადუსამდე სითბოა მოსალოდნელი
Sputnik

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. თბილისში სამშაბათს, 14 აგვისტოს ღრუბლიანი, დროგამოშვებით კი წვიმიანი ამინდი იქნება.

მზე 06:07 საათზე ამოვა.

ღამით ჰაერის ტემპერატურა მინიმუმ პლუს 20 გრადუსამდე დაიკლებს. დღისით კი ჰაერის ტემპერატურა 25-27 გრადუსი სითბო იქნება. ქარის სიჩქარე წამში 1-3 მეტრს შეადგენს.

მზე ჩავა 20:02 საათზე.