სროლა კარნავალზე მანჩესტერში - არიან დაშავებულები

პოლიცია ჯერჯერობით სროლის ადგილის განსაზღვრა არ შეუძლია და ის მოწმეებს კითხავს
Sputnik

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. ბრიტანეთის მანჩესტერში კარიბული კარნავალის შემდეგ ცეცხლსასროლი ჭრილობებით საავადმყოფოში ათი ადამიანია გადაყვანილი, იუწყება РИА Новости ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით.

ინციდენტი ქალაქის სამხრეთ ნაწილში მოს საიდის რაიონში მოხდა. მომხდარის ადგილას მიმდინარეობს ჩხრეკები, პოლიცია კითხავს მოწმეებს და ვიდეოდაკვირვების კამერების ჩანაწერებს ათვალიერებს.

„ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფება ათი ადამიანი მსუბუქი და მძიმე დაზიანებებით. ადგილზე იმყოფებიან ოფიცრები, რომლებიც ცდილობენ ზუსტად განსაზღვრონ სად მოხდა სროლა და ვინ იღებდა მასში მონაწილეობას", — განაცხადა პოლიციამ.

გატაცებული თვითმფრინავის კატასტროფა: თვითმხილველის კადრები

სამძებრო პოლიციის განყოფილების უფროსმა დები დულიმ განაცხადა, რომ რაიონში სროლის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე კარიბული კარნავალი ტარდებოდა, ამიტომ ქუჩებში ჯერ კიდევ ბევრი ხალხი რჩება.

„საავადმყოფოში ამ დროისათვის რჩება რამდენიმე ადამიანი სხვადასხვა ჭრილობებით, მაგრამ, საბედნიეროდ, ჭრილობების უმრავლესობა სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს“, — დასძინა მან.

ჯერჯერობით ინციდენტის სხვა დეტალები ცნობილი არ არის.