ბათუმში თაფლის ფესტივალი გაიხსნა

ფესტივალი ორდღიანია და ხვალ ის ბათუმის ბოტანიკურ ბაღში გადაინაცვლებს.
Sputnik

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. ბათუმში აჭარის მეფუტკრეობის ბიზნესასოციაციის ორგანიზებით თაფლის ფესტივალი გაიხსნა, ნათქვამია ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბულვარის ტერიტორიაზე პროდუქცია საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა რეგიონიდან 40-ზე მეტმა ცნობილმა მეფუტკრემ გამოფინა. ვიზიტორებს ფესტივალზე წარმოდგენილი რამდენიმე სახეობის თაფლის დაგემოვნების და შეძენის საშუალებაც ჰქონდათ.

ბათუმში ხელოვნების ფესტივალი ARGANI გაიმართება

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ჯარას ტრადიციული მეფუტკრეობა და ჯარას თაფლი, მეფუტკრეობის აღჭურვილობა, სოფლად ტურიზმისა და გოდერძის ალპური ბაღის საინფორმაციო კუთხეები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც მეფუტკრეობის შესწავლასა და განვითარებას უწყობენ ხელს.

„უკვე მეოთხედ იმართება თაფლის ფესტივალი ბათუმში და პირველისგან განსხვავებით, მეფუტკრეობასა და თაფლის წარმოების განვითარებაში მნიშვნელოვანი ნახტომი შეინიშნება. ქართულ თაფლს უდიდესი პერსპექტივები აქვს“, – განაცხადა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ.

ფესტივალი ორდღიანია და ხვალ ის ბათუმის ბოტანიკურ ბაღში გადაინაცვლებს.