დებიუტი მსოფლიო ასპარეზზე - ქართველი რეჟისორის ფილმს ტორონტოში უჩვენებენ

გიორგი სიხარულიძე იმ 36 მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩამონათვალში მოხვდა, რომლებიც ტორონტოს კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაშია შესული
Sputnik

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. ქართველი რეჟისორის გიორგი სიხარულიძის მოკლემეტრაჟიან ფილმს „ახალი წელი" ტორონტოს 43-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე უჩვენებენ.

მოკლემეტრაჟიანი ფილმი ახალგაზრდა რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარი გახდა. ფილმის მსოფლიო პრემიერა ტორონტოში გაიმართება.

ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი ჩინეთში კინოფესტივალის ჟიურის წევრად მიიწვიეს

„მეგობრებო, ჩვენი ფილმი „ახალი წელი" ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას. მადლობა და გილოცავთ", — წერს რეჟისორი საკუთარ Facebook-გვერდზე.

ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალი (Toronto International Film Festival), რომელიც კანადაში 1976 წლიდან ყოველდღიურად ტარდება, მსოფლიო კინემატოგრაფში ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა. წელს იგი 6-16 სექტემბრის პერიოდში გაიმართება.

გიორგი სიხარულიძის ფილმი 36 ფილმს შორის მოხვდა, რომლებიც Short Cuts-ის პროგრამაშია წარმოდგენილი.

„ახალ წელთან" ერთად ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 14 მსოფლიო პრემიერა, კონკურსში 32 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.