თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ყაზბეგის მთებში გათოვდა – მეტეოროლოგიური სადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან ფოტოები Facebook–ზე გავრცელდა.
კარვების ბანაკის ფოტოები სოციალური ქსელის მომხმარებელმა Giorgi Gomiashvili–მა გაავრცელა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 9 აგვისტოდან 12 აგვისტომდე საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო — დასავლეთიდან მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3 – 4 ბალიანი ღელვა.