პოლონელი აკრობატები ბათუმში არნახულ შოუს გამართავენ

უფასო შოუს სტუმრები იხილავენ რთულ აკრობატულ ილეთებსა და ემოციურ სამსახიობო თამაშს
Sputnik

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ცნობილი პოლონური აკრობატული თეატრი „ოცელოტი" გდანსკიდან ბათუმში 10 აგვისტოს უფასო წარმოდგენას გამართავს, იუწყებიან ორგანიზატორები.

ბათუმის საზაფხულო თეატრში პოლონური დასი წარმოადგენს უილიამ შექსპირის პიესას „ზაფხულის ღამის სიზმარი". სპექტაკლი შექსპირის დაბადებიდან 451 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში შეიქმნა.

მაყურებელი იხილავს თავბრუდამხვევ აკრობატულ ნომრებს, პანტომიმის ელემენტებსა და ცეკვებს. წარმოდგენა, პრაქტიკულად, უსიტყვოდ მიმდინარეობს.

„ოცელოტის" ერთადერთი წარმოდგენა ბათუმში 20:30 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.