სატვირთოების საცობი: საქართველოს სამხედრო გზაზე დიდი რიგი დგას

Sputnik

საქართველოს სამხედრო გზაზე რამდენიმე კილომეტრის სიგრძის საცობია. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში სატვირთო ავტომობილების სურათები, რომლებიც ყაზბეგი — ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტისკენ მიემართებიან

ყაზბეგი — ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან სატვირთოებისგან რამდენიმე კილომეტრიანი საცობი შეიქმნა. საქართველოს შსს სიტუაციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სასაზღვრო-გამშვები პუნქტი საქართველოს მხრიდან შეფერხების გარეშე მუშაობს. უწყების მონაცემებით, პრობლემა ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე შეიქმნა — რუსული მხარე ავტომობილების დიდ რაოდენობას ვერ უმკლავდება.

1 / 12
უკვე რამდენიმე დღეა საქართველოს სამხედრო გზაზე სატვირთო ავტომობილების დიდი საცობია
2 / 12
მანქანების დიდი ნაწილით მალფუჭებადი პროდუქცია გადააქვთ - ხილი და ბოსტნეული
3 / 12
სატვირთოების მძღოლები ამბობენ, რომ რიგში უკვე სამ დღეზე მეტია დგანან
4 / 12
ჯერ კიდევ ივლისის დასაწყისში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სატვირთოებზე ლიმიტი დაწესდა
5 / 12
რუსული მხარე დღეში ორჯერ ნაკლებ მანქანას ატარებს წინანდელთან შედარებით
6 / 12
თუმცა, სამგზავრო ტრანსპორტი შეფერხების გარეშე კვეთს საზღვარს
7 / 12
ტურისტულ სეზონზე რუსი მესაზღვრეები პრიორიტეტულად ტურისტების და მსუბუქი ავტომობილების მომსახურებას მიიჩნევენ
8 / 12
სატვირთოების მძღოლები ვერ გებულობენ, თუ რა არის ხანგრძლივი შეყოვნების მიზეზი. მესაძღვრეები მათ ადგილზე დარჩენისკენ და დალოდებისკენ მოუწოდებენ
9 / 12
არავინ მოელოდა ამდენი ხნით შეფერხებას
10 / 12
მძღოლებს უკვე უთავდებათ საკვებისა და სასმლის მარაგი
11 / 12
პროდუქტების საყიდლად სატვირთოებით წასვლის უფლებას პატრული არ იძლევა, ფეხით კი ძალიან დიდი მანძილია გასავლელი. Sputnik-საქართველოს კორესპონდენტმა გადაწყვიტა რამდენიმე მძღოლს დახმარებოდა და მათ საკვები უყიდა
12 / 12
ყაზბეგი - ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ერთადერთი მოქმედი სახმელეთო გამშვები პუნქტია საქართველო-რუსეთის საზღვარზე