ხანძარი ქუთაისში - ცეცხლმოკიდებული ტაქსიდან მძღოლმა გადმოსვლა მოასწრო

სავარაუდოდ, ხანძრის გაჩენის მიზეზი ავტომობილში ჩამონტაჟებული გაზის მოწყობილობა გახდა.
Sputnik

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. ქუთაისში ტაქსის ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

თბილისში მიტოვებულ სატვირთო ვაგონს ცეცხლი წაეკიდა

შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე დღეს მოხდა. ხანძარი  „კრაისლერის" მარკის ტაქსის გაუჩნდა.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის მიზეზი, სავარაუდოდ, ავტომობილში ჩამონტაჟებული გაზის მოწყობილობა გახდა.

ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა. მან ცეცხლმოდებული ავტომობილიდან გადმოსვლა მოასწრო.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სახანძრო ეკიპაჟები.