საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულებს იხსენებენ

საქართველოს პირველმა პირებმა პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას
Sputnik

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ხელისუფლების, ოპოზიციის წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები და რიგითი მოქალაქეები მეორე დღეა აღნიშნავენ 2008 წლის ტრაგიკული მოვლენების 10 წლისთავს — ყვავილებითა და გვირგვინებით ამკობენ აგვისტოს ომში დაღუპულთა საფლავებსა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალებს.

თბილისის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო, სადაც 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპული ქართველი სამხედროები არიან დაკრძალული, ძირითადი ადგილი გახდა, სადაც დილიდანვე მიდიან პოლიტიკოსები, დაღუპულთა ახლობლები და პატივს მიაგებენ შეიარაღებული კონფლიქტისას დაღუპულთა ხსოვნას.

 

„მინდა თანაგრძნობა გამოვუცხადო ყველა ოჯახს, რომელსაც ეს ტრაგედია შეეხო", — განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქვეყნის მოსახლეობა გაამხნევა.

„მინდა დავამშვიდო ყველა ადამიანი, რომელსაც დღეს გულზე სიმძიმე აქვს: ჩვენ ყოველი დღე, ყოველი თვე ქვეყნის გაერთიანებასთან კი არ გვაშორებს, არამედ გვაახლოებს", — განაცხადა მარგველაშვილმა.

Президент Грузии Георгий Маргвелашвили

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

„ჩვენი ხედვა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ მივიღებთ ყველა ზომას, რა თქმა უნდა, საუბარი ეხება მშვიდობიან ზომებს, იმისთვის, რათა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ვიბრძოლოთ", — განაცხადა კობახიძემ.

სახელმწიფო დაწესებულებებზე საქართველოს დროშები დაშვებულია.

არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოების წარმომადგენლები ხსოვნის აქციებს მართავენ.