ქართველმა ლონდონში კლუბი გახსნა: რით გააკვირვებს ის ბრიტანელებს?

ქართველი მუსიკოსი კლუბის სტუმრებს უქმეებზე ნონ-სტოპ პროგრამას სთავაზობს
Sputnik

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. ქართველმა დიჯეი ლაშა ჟორჟოლიანმა, იგივე Voicedrone-მა ლონდონში სადღეღამისო კლუბი გახსნა.

როგორც ჟორჟოლიანმა თავის Facebook-გვერდზე დაწერა, ეს იქნება პირველი კლუბი ლონდონში, რომელიც 600 ადამიანს იტევს, ხოლო მუსიკა შაბათობით 24 საათი იჟღერებს.

პარკური, რბოლა და ცეკვა-სიმღერა: ლუდის ფესტივალი ლაგოდეხში

კლუბი FOLD სამუშაო დღეებშიც იფუნქციონირებს, მაგრამ ღამის სამ საათამდე.

FOLD-ის თანადამფუძნებელია სებ გლოვერი მიიჩნევს, რომ ეს ადგილი მუსიკოსებისა და მათი მსმენელისთვის ერთგვარი თავშესაფარი გახდება.

„დიდი მხარდაჭერა და გამოხმაურება გვქონდა დიდი ბრიტანეთიდან, საქართველოდან, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. კლუბში აუცილებლად დაუკრავენ ქართველები, მოალაპარაკებები უკვე დაწყებულია BASSIANI-სთან", — აღნიშნავს ჟორჟოლიანი.

პირველი საღამო კლუბში 18 აგვისტოს გაიმართება. გამოვლენ ლონდონელი დიჯეები REVIVEHER, Make Me, Test Pressing, Dimensions და EarToGround.