კახეთში მამაკაცს შუქნიშნის ბოძი დაეცა

შემთხვევის შედეგად მამაკაცი ადგილზევე დაიღუპა.
Sputnik

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. კახეთში უბედური შემთხვევის შედეგად 55 წლის მამაკაცი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

სისხლიანი დაპირისპირება კახეთში: ძმამ ძმა ცივი იარაღით დაჭრა

შემთხვევა  თელავში დღეს დილით მოხდა. ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცს ბოძი დაეცა და ადგილზე დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბაზრის მახლობლად ფიცრებით დატვირთული სატვირთო ავტომობილი შუქნიშნისა და ტელეფონის სადენებს გამოედო და მათი საყრდენი ბოძები წააქცია, რის შედეგადაც ერთ-ერთი ბოძი იქვე მდგომ მამაკაცს დაეცა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო („ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია"), რაც ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.