გოგიაშვილი: ეს მაშინ წარმოუდგენელი იყო, მაკითხავდა ყოველდღე და...

ყოფილი ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი საუბრობს, თუ რამდენად კარგი მძღოლია.
Sputnik

„ძალიან დიდი ხნის წინ ავიღე მართვის მოწმობა, ტარება უკვე ვიცოდი. ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა მანქანის ტარება. ხან ბაბუა მსვამდა საჭესთან, ხან მამა. როცა წამოვიზარდე, ჩემ მეგობარს ჰყავდა მანქანა. ეს მაშინ წარმოუდგენელი იყო… მაკითხავდა ყოველდღე და მსვამდა საჭესთან. ჩემი ოცნება იყო, რომ გავიზრდებოდი, მეც მყოლოდა მანქანა", — ამბობს გოგიაშვილი.

სალომე გოგიაშვილი 13 წლიდან მართავს მანქანას. ამბობს, რომ ძალიან კარგი და მოწესრიგებული მძღოლია. უყვარს სისწრაფე და ამ საკითხში მხოლოდ საკუთარ თავს ენდობა. 16 წლის იყო, როდესაც პირველად უყიდეს ავტომობილი.