რა მოგება მოუტანა ბანკებს სავალუტო ოპერაციებმა 2018 წელს

ექვს თვეში კომერციულმა ბანკებმა ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან 111,1 მილიონი ლარის მოგება მიიღეს
Sputnik

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. ექვს თვეში კომერციულმა ბანკებმა ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან 111,1 მილიონი ლარის მოგება მიიღეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi „ბიზნესპრესნიუსზე“ დაყრდნობით.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კომერციულმა ბანკებმა სავალუტო ოპერაციებისგან 63,5 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს, ხოლო მეორე კვარტალში — 47,6 მლნ ლარის.

რეზერვების შევსება და კურსის შენარჩუნება: ეროვნული ბანკი ორ კურდღელს ერთდროულად იჭერს
  

2018 წლის მეორე კვარტალში კომერციული ბანკების ხუთეული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებული მოგების მხრივ ასე გამოიყურება:  „თიბისი ბანკი“ – 51 მლნ ლარი, „საქართველოს ბანკი“ — 43 მლნ ლარი, „ტერა ბანკი“ – 5,5 მლნ ლარი, ბანკი „ქართუ“ – 2,8 მლნ ლარი, „პროკრედიტ ბანკი“ – 2,3 მლნ ლარი.

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში მოქმედებს მართვადი მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რადგანაც მცურავი გაცვლითი კურსი ხელს უწყობს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას უფრო მეტად, ვიდრე ეს ფიქსირებული კურსის პირობებში იქნებოდა შესაძლებელი. აქედან გამომდინარე ეროვნული ბანკის ამოცანას არ წარმოადგენს ლარის კურსის ფიქსაცია, შესაბამისად, არ ხდება ბანკის ჩარევა სავალუტო ბაზრის პროცესში, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც ადგილი აქვს კურსის მკვეთრ ცვლილებას.