საბერძნეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ბავშვებით ვაჭრობაშია ეჭვმიტანილი

დანაშაულებრივი ჯგუფი ჩვილი ბავშვებით სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში ვაჭრობდა
Sputnik

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. საბერძნეთის პოლიციამ დააკავა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, რომლებიც ახალშობილებით ვაჭრობაში არიან ეჭვმიტანილი. მათ შორისაა საქართველოს მოქალაქე, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ბავშვების ექსპლუატაციაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

პოლიციის სპეცოპერაციის შედეგად სულ დაკავებულია ცხრა ადამიანი. საქართველოს მოქალაქე ერთი ადამიანია, დანარჩენები კი ბულგარეთის მოქალაქეები არიან.

გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფი ჩვილი ბავშვებით სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში ვაჭრობდა. სამართალდამცველებს კონტაქტი ჰქონდათ 40 წლის ქართველთან, რომელმაც ცოლქმრად წარმოდგენილ ოფიცრებს ბავშვი 18 ათას ევროდ აყიდინა. პოლიციამ დამნაშავეები ამის შემდეგ აიყვანა.

დამნაშავეთა შორის აღმოჩნდნენ ახალნამშობიარები ქალები, რომლებიც ბავშვების გაყიდვას აპირებდნენ, ასევე ერთი ორსული.

საქმის გამოძიება გრძელდება.