ვის დაუჭერენ მხარს „თავისუფალი დემოკრატები“

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ამ დროისთვის 11-მა კანდიდატმა გამოთქვა. ექვსმა მათგანმა ცესკო-ს ოფიციალური განაცხადით უკვე მიმართა.
Sputnik

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. „თავისუფალი დემოკრატები“ საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს „შენების მოძრაობის“ ლიდერს დავით უსუფაშვილს დაუჭერენ, განაცხადა ბრიფინგზე   პარტია „თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარემ, შალვა შავგულიძემ.

„მიგვაჩნია, რომ დავით უსუფაშვილი არის საუკეთესო საპრეზიდენტო კანდიდატი და მოვუწოდებთ ყველას, ვისთვისაც ყურადსაღებია „თავისუფალი დემოკრატების" პოზიცია, ჩვენთან ერთად, 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი დაუჭიროს დავით უსუფაშვილს", — აღნიშნა შალვა შავგულიძემ.

ვის დაუჭერს მხარს „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებზე

პარტიის თავმჯდომარის განმარტებით, „თავისუფალ დემოკრატებს" და დავით უსუფაშვილს ერთობლივი პოლიტიკური ბრძოლისა და საქმიანობის  ხანგრძლივი და სოლიდური პოლიტიკური ისტორია გააჩნიათ. 

„თავისუფალ დემოკრატებს" და დავით უსუფაშვილს ერთნაირად მიგვაჩნია, რომ საჭიროა შეიქმნას დასავლური ორიენტაციის ახალი პოლიტიკური ცენტრი, რომელმაც პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ქვეყნის მომავალზე და არა პოლიტიკურ რევანშიზმსა და ანგარიშსწორებაზე ფიქრი, არამედ  ყველა წინა ხელისუფლების მიერ მიღწეული პოზიტივის შენარჩუნებით უზრუნველყოს საქართველოს მომავალი დემოკრატიული განვითარება“, — აღნიშნა შალვა შავგულიძემ.

ივანიშვილის ახალი ოცნება — ჭრელი პარლამენტი და კოალიციური მთავრობა რეალურ კონტურებს იძენს >>

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ამ დროისთვის 11-მა კანდიდატმა გამოთქვა. ექვსმა მათგანმა ცესკო-ს ოფიციალური განაცხადით უკვე მიმართა. განაცხადების მიღება 8 სექტემბერს დასრულდება, ხოლო პრეზიდენტობის კანდიდატთა საბოლოო სია 28 სექტემბერს იქნება ცნობილი.