სუს-ი „ისლამური სახელმწიფოს" მუქარით სავსე ვიდეოს სწავლობს

ტერორისტები საქართველოს 2012 წელს ლაფანყურის ხეობაში და 2017 წელს თბილისში სპეცოპერაციისას მათი „ძმების" მკვლელობის გამო ემუქრებიან
Sputnik

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს-ი) შეუდგა მასმედიაში თითქოსდა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს" ქართული დაჯგუფების მიერ გავრცელებული მუქარის შემცველი ვიდეოს შესწავლას.

სუს-მა ტერორიზმში დახმარების ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავა

ვიდეოს ტექსტის თანახმად, ტერორისტები შურისძიებას აპირებენ საქართველოს ხელისუფლების მიმართ მათი ძმების მოკვლისთვის. საუბარია სპეცოპერაციებზე 2012 წელს ლაფანყურის ხეობაში და 2017 წელს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ამ ვიდეოს შესახებ ცნობილია და უკვე მიმდინარეობს გამოძიება ამ ფაქტთან დაკავშირებით", — ციტირებს საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия უწყების პრესსამსახურზე დაყრდნობით.

ვიდეო გამოაქვეყნა ტელეკომპანია „პალიტრანიუსმა".