ფარულავა: მე არ ვარ ბუნებითა და სულით მსახიობი

მსახიობი ია ფარულავა თავის სამსახიობო კარიერაზე საუბრობს.
Sputnik

„ვფიქრობ, რომ არ ვარ ბუნებით და სულით მსახიობი. მე რომ ბუნებით მსახიობი ვყოფილიყავი, დღეს სპექტაკლებში ვიქნებოდი დაკავებული და თეატრის სცენის მტვერით ვიქნებოდი გაჟღენთილი", — ამბობს ფარულავა.

მსახიობის თქმით, იგი მთელი ცხოვრება უფრო "შოუ ვუმენი" იყო, ვიდრე მსახიობი, რომელიც რეპეტიციებსა და გასტროლებზე დადის და ამით ცხოვრობს.